გრაფიკული დიზაინერი
ს.ს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: თბილისი, ალ.მრევლიშვილის #2;
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
ანაზღაურება: 1400-2000 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ვიზუალურ ბრენდინგზე მუშაობა;
- ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება (ფოტოსესიებში ჩართულობა);
- შეფუთვების დიზაინზე მუშაობა;
- დიზაინის მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად საბეჭდი პარამეტრების განსაზღვრა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
- კომპიუტერული პროგრამების : Adobe Photoshop / Adobe Illustrator / მაღალ დონეზე ცოდნა; სასურველია Corel Draw-ს ცოდნაც;
- სასურველია მოუშენ დიზაინის საბაზისო ელემენტების ცოდნა;
- სასურველია შრიფტებზე მუშაობის გამოცდილება;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით (წარმოებისა და შეფუთვების მიმართულებით დიზაინერად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად);
- ინგლისური ენის ცოდნა.
ზოგადი უნარ-ჩვევები:
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- კრეატიულობა და ინოვაციურობა;
- შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის მენეჯმენტის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.