გოლფის მიმღები
შპს Tbilisi Hills Golf & Residence ( Tbilisi Hills Golf Management) გიწვევთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი „გოლფის მიმღები“-ს პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
„თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსი“ ერთ-ერთი ინოვაციური და უდიდესი დეველოპერული პროექტია საქართველოში, რომელიც თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 15 წუთის სავალ მანძილზეა განლაგებული და აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსს, რომელიც მოიცავს 18-ფოსოიან საერთაშორისო სტანდარტების გოლფის მოედანსა და ახალი ევროპული სტილის დასახლებას. „თბილისი ჰილს გოლფ ენდ რეზიდენსის“ კომპლექსი 2022 წლის გოლფის ტოპ 100-ში დასახელდა და ორჯერ იყო ნომინირებული, როგორც ევროპის საუკეთესო გოლფის მოედანი.ასევე, არის FIABCI-Georgia Prixd’ Excellence 2022-ის გამარჯვებული ენერგოეფექტური და მწვანე დეველოპმენტის კატეგორიაში.
თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, დინამიური გარემო და გსურთ იმუშაოთ ერთ-ერთ გამორჩეულ პრემიუმ სივრცეში საქართველოში, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
რას მოიცავს პოზიცია?
პოზიცია მოითხოვს გოლფის მიმღები-ს მაღალი სტანდარტებით მომსახურების მიწოდებას Tbilisi Hills-ის გოლფის მოედანებზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- წევრებისა და სტუმრებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების უზრუნველყოფა გოლფის მიმღებში;
- სატელეფონო და ელფოსტის კომუნიკაციის მართვა;
- ტურნირების ორგანიზებაში ჩართულობა და პროცესების კოორდინაცია;
- გოლფის სერვისებისა და პროდუქციის შეთავაზება/გაყიდვა;
- პროდუქციის ინვენტარიზაცია(თვეში ერთხელ);
- გოლფის დირექტორის მხარდაჭერა ყოველდღიურ ოპერაციებში;
- მაღალ სეზონზე (გაზაფხული-შემოდგომა) მუშაობა 12-საათიან ცვლებში.
ძირითადი მოთხოვნები:
- ქართული და ინგლისური ენების გამართული ცოდნა (რუსული ჩაითვლება უპირატესობად);
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობა;
- პოზიტიური და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა.
რას გთავაზობთ?
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
- შედეგებზე დაფუძნებულ ყოველთვიურ და წლიურ ბონუსებს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს (3 ან 4 დღეში ერთხელ დილის 8:00 საათიდან 20:00 საათამდე);
- გოლფის უფასო სწავლებისა და თამაშის შესაძლებლობას;
- კვება;
- ანაზღაურებად შვებულებას;
- საპენსიო სქემაში ჩართულობას;
- განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების მქონე გარემოში.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები