ღვინის კონსულტანტი
ღვინის მაღაზია/ბარი "8000 მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას ღვინის კონსულტანტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ვინ ვართ ჩვენ:
"8000 მოსავალი" არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც წარმოდგენილია დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით შერჩეული ღვინოები. დღეს ჩვენს კოლექციაში 2000-მდე რჩეული ქართული ღვინოა.
ჩვენს ბარში სტუმრებს შეუძლიათ ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასად და მისი დაგემოვნება ღვინოსთან იდეალურად შეხამებულ ცივ ხემსთან ერთად. სივრცე შექმნილია იმისთვის, რომ ღვინო იყოს გააზრებული სიამოვნება და არა უბრალოდ სასმელი.
აქტიურად ვატარებთ საგანმანათლებლო და თემატურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ღვინის შესახებ ცოდნის გაზრდა და ღვინის სმის მართებული კულტურის ჩამოყალიბება საზოგადოებაში.
ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო. ამ ეტაპზე "8000 მოსავალი" 6 მაღაზია/ბარს და ონლაინ მაღაზიას აერთიანებს.
რას გთავაზობთ ჩვენთან დასაქმებისას:
- მუშაობას გუნდში, რომელიც საერთო ხედვითა და ღირებულებებით არის გაერთიანებული;
- ღვინის რეგულარულ დაგემოვნებას და ღვინის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
- FitPass-ის აბონიმენტს შეღავათიანი პირობებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა ქართული ღვინის შესახებ და ინდივიდუალური რეკომენდაციების შეთავაზება;
- სტუმრების გემოვნების მიხედვით ღვინის შერჩევაში დახმარება;
- ღვინოსთან შეხამებული ცივი ხემსის შეთავაზება;
- მაღაზიაში წარმოდგენილი ასორტიმენტის ცოდნა და პროდუქტის პრეზენტაცია;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
- ქართული ღვინის სფეროს მიმართ მაღალი ინტერესი და საბაზისო ცოდნა;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები;
- გაყიდვებზე და სტუმრის დადებით გამოცდილებაზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინტენსიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად საუბარი;
- სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, თუმცა არა აუცილებელი.
სამუშაო გრაფიკი:
- არასრული - კვირაში 5 დღე 20:00-დან 01:00-მდე
- სრული - კვირაში 5 დღე 17:00-დან 01:00-მდე