ღვინის კონსულტანტი — ვაინ ნოთ

ვაინ ნოთ

ღვინის კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Wine Not? აცხადებს ვაკანსიას ღვინის კონსულტანტის პოზიციაზე პეტრიაშვილის ფილიალში.

მოთხოვნები:

  • სერვისის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • სარესტორნო პროგრამების ცოდნა, კერძოდ FINA
  • ღვინის მიმართულებით აკადემიური განათლება
  • სასურველია ღვინის სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა

პასუხისმგებლობები:

  • სტუმრისთვის სასურველი ღვინის შეთავაზება
  • სტუმრების მომსახურება
  • საჭიროების შემთხვევაში დეგუსტაციების ჩატარება
  • სამუშაო პროცესის სარესტორნო პროგრამა FINA-ში ასახვა
  • მენეჯმენტთან ყოველდღიური ანგარიშგება/რეპორტინგი
  • გამოძახების აპლიკაციების კონტროლი ყოველდღიური მუშაობის რეჟიმში
  • საჭიროების შემთხვევაში ღვინის მიღება და თაროებზე განთავსება
  • მენეჯერის სხვა მითითებების შესრულება.

უპირატესობები:

  • ღვინის დეგუსტაციებში მონაწილეობა
  • ღვინის დაგემოვნების მიმართულებით ტრენინგების გავლა
  • სხვადასხვა მცირე, საშუალო თუ დიდი მეღვინეების/კომპანიების ღვინის გაცნობა
  • ღვინის სფეროში კონტაქტების მოგროვება
  • Wine Not?-ის მეგობრული გუნდის წევრობა
  • როგორც Wine Not?-ის გუნდის წევრი, ორივე ფილიალში ფასდაკლებებით სარგებლობა
  • პერიოდულად სხვადასხვა საინტერესო პროექტში მონაწილეობის მიღება
  • ღვინის სფეროში არსებული ბაზრის საფუძვლიანად შესწავლა.