თბილღვინო
ღვინის ჩამოსხმის საამქროს თანამშრომელი
₾1000
ახალი
თბილისი · ადგილზე
სრული განაკვეთი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას საამქროს თანამშრომლის პოზიციაზე ღვინის ჩამოსხმის, მზა პროდუქციის და დამხმარე მასალების საამქროში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ჩამოსასხმელი ხაზის შესაბამის უბანთან მუშაობა;
- პროდუქციის შესაფუთ მაგიდასთან მუშაობა; პროდუქციის შეფუთვა სტანდარტის/ინსტრუქციის შესაბამისად;
- ინიციატივის გამოჩენა სამუშაო პროცესისა და მზა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
- სამუშაო პროცედურის თანამიმდევრობის დაცვა;
- სანიტარია-ჰიგიენის წესების დაცვა;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
პირობები:
- ჯამური ანაზღაურება ხელზე ასაღები 900 - 1000 ლარი
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით სარაჯიშვილის #2
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, I ცვლა - 08:00 – 17:00 / II ცვლა - 10:00 – 19:00. შესვენება - 1 საათი
- კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას