აგროჰაბი
ღამის ცვლის ვიდეომონიტორინგის ოპერატორი- ბათუმი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ვიდეო მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ობიექტებზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერების ანალიზი;
- უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების ფიქსაცია და დაარქივება;
- კომპანიაში დანერგილ პროცედურებში არსებული ხარვეზებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება.
ძირითადი მოთხოვნები:
- MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა.
- მოლარედ ან ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტირება.
- პრობლემების დროულად და მშვიდად გადაჭრის უნარი.
სასურველია: უმაღლესი განათლება.
სამუშაო გრაფიკი: სრული
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ:
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება.
- შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.