ღამის ცვლის უნივერსალური ოპერატორი — Domino`s Pizza

Domino`s Pizza — ლოგო
Domino`s Pizza

ღამის ცვლის უნივერსალური ოპერატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"დომინოს პიცა" (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.

საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს ცხრა ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატებს.

გამოცდილება არ გაქვს? არ არის პრობლემა! საქმიანობას ადგილზე შეისწავლი და გაივლი შესაბამის ტრენინგებს — მთავარია შენი მოტივაცია და სწავლის სურვილი.

პოზიცია - ღამის ცვლის უნივერსალური ოპერატორი

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი, გლდანი (მეტროს მიმდებარედ), ისანი (მეტროს მიმდებარედ)

სამუშაო გრაფიკი: 1/3, 2/2 ან დღეგამოშვებით

სამუშაო საათები: 12:00 - 07:00

რას გააკეთებ?

როგორც უნივერსალური ოპერატორი, შენი სამუშაო მრავალფეროვანი იქნება და მოიცავს როგორც მომხმარებელთან კომუნიკაციას, ისე პროდუქციის მომზადებას:

  • შეკვეთების მიღება დისტანციური არხებიდან;
  • მენიუს ზედმიწევნით შესწავლა და პროდუქციის შესაბამისი სტანდარტით მომზადება;
  • პიცის აწყობა და მომზადება;
  • პროდუქციის ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.

რას გთავაზობთ Domino`s?

ჩვენთან მიიღებ არა მხოლოდ სამუშაოს, არამედ განვითარების შესაძლებლობასაც:

  • ანაზღაურებად სტაჟირებას და სწავლებას ნულიდან;
  • დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას — პოზიციური და ფინანსური წინსვლის პერსპექტივით;
  • Fitpass-ს / ფასდაკლებას სპორტულ დარბაზებში.

რას ველოდებით შენგან?

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნას;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ენერგიულობასა და აქტიურობას;
  • პოზიტიურ განწყობას;
  • პუნქტუალურობას;
  • შრომისმოყვარეობას;
  • ყურადღებას და მობილიზებულობას.

რატომ Domino`s?

შენ შეძლებ განივითარო როგორც მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მომსახურების, ისე ოპერაციული მუშაობის უნარები, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და ეტაპობრივად გაიარო კარიერული გზა მენეჯერული პოზიციებისკენ.

თუ ღამის გრაფიკი შენთვის მოსახერხებელია, გინდა სტაბილური სამუშაო გარემო და ეძებ ადგილს, სადაც სწავლა, განვითარება და კარიერული ზრდა რეალური შესაძლებლობაა — გელოდებით Domino`s ის გუნდში!