ღამის ცვლის მზარეული - ბურგერი — ბურგერ სფეისი

ბურგერ სფეისი

ღამის ცვლის მზარეული - ბურგერი

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Burger Space" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილების მქონე მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე, მცხეთის ქ. N5

სამუშაო გრაფიკი: 8 საათი, კვირაში 5 დღე - 17:00 - 01:00, პარასკევი და შაბათი: 19:00 - 03:00

ანაზღაურება:

  • გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 9 ლარი საათში
  • გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 10 ლარი საათში
  • საშუალო თვიური ანაზღაურება: 1900-2000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • უზრუნველყოს შეკვეთების მომზადება დადგენილი რეცეპტების მიხედვით, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით.
  • აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ვარგისიანობა და სასაწყობე რაოდენობა.
  • უზრუნველყოს სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი.
  • სამუშაო დღის დაგეგმვა.
  • მკაცრად აკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო შესრულებულია ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.
  • აკონტროლოს ყველა შეკვეთის დროულად/ხარისხიანად დამზადება და მიწოდება.
  • სამუშაო დღის დასრულებისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება.

საჭირო უნარები:

  • ბურგერის მომზადების ტექნოლოგიის კარგად ცოდნა.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 - წლიანი გამოცდილება და პროცესის სპეციფიკის კარგად ფლობა.
  • სიახლეებისა და კრეატიული მიგნებებისადმი მზადყოფნა და მოტივაციის ქონა.
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უმაღლეს დონეზე დაცვა.
  • გუნდური მუშაობის უნარი.