ღამის ცვლის მოლარე ოქროს ექსპერტ-შემფასებელი- თბილისი, რუსთავი — ლიდერ კრედიტი

ლიდერ კრედიტი — ლოგო
ლიდერ კრედიტი

ღამის ცვლის მოლარე ოქროს ექსპერტ-შემფასებელი- თბილისი, რუსთავი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლიდერ კრედიტი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. კომპანია მოიცავს საქართველოს მასშტაბით 44 ფილიალს და 400-ზე მეტ თანამშრომელს.

შემოუერთდით მაღალკვალიფიციურ, კომპეტენტურ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდს!

შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის მოლარე ოქროს ექსპერტ-შემფასებლის (რეზერვის) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ

სამუშაო საათები: 18:30-09:30

სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავი

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარით;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • დამარწმუნებელი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარით;
  • გუნდურს;
  • უმაღლესი განათლებით ან სტუდენტს, სასურველია საბანკო, საფინანსო ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • ძვირფასი ლითონების შეფასების სპეციფიკის ცოდნა (შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა) ჩაითვლება უპირატესად;
  • აუცილებელია, ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
  • მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
  • ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
  • სალომბარდე სესხის გაცემა;

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარიდან

ფიქსირებული ანაზღაურების შეთავაზება ხდება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 15 ივლისი

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ