ღამის მოლარე-კონსულტანტი- თემქა
"ბიბლუსი ჯგუფის" შვილობილი კომპანია - შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას ღამის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თემქის ფილიალში.
"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.
სამუშაო ადგილი: თემქა 11მ/რ 3კვ.
სამუშაო გრაფიკი: 23:00-08:00 სთ. ყოველ მეორე დღეს (2 საათი შესვენება ცვლის დროს).
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
- მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.
მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- მზარდ საბონუსე სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.