ღამის კონსულტანტი
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - "აგროჰაბი" 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
"აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ღამის კონსულტანტის პოზიციაზე.
გთავაზობთ:
- მოქნილი სამუშაო გრაფიკი
- კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა
- ანაზღაურება: 1000 ლარი
- სწავლის დაფინანსება წლიურად: 1000 ლარი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- უფასო კვება
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის დახმარება და კონსულტაცია
- პროდუქციის განლაგების კონტროლი და წესრიგის დაცვა
- მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა
- გუნდური მუშაობა
შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი"
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება.
"კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით.