ღამის ქოლცენტრის ოპერატორი — უნისონი

უნისონი — ლოგო
უნისონი

ღამის ქოლცენტრის ოპერატორი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით ღამის ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ფორმატი: დისტანციური

სამუშაო საათები: 18:30-09:30 (ყოველ მე-3 დღეს)

ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალ ზარებზე პასუხი და შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფა;
  • დაზღვეულისგან მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში;
  • დაზღვეულისთვის ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პირობების, სერვისებს და დაფარვის შესახებ;
  • სამედიცინო პაციენტების მართვა შიდა სტანდარტის მიხედვით;
  • არასამედიციო შეტყობინებების მართვა შიდა სტანდარტის მიხედვით;
  • შემომავალი მეილების კონტროლი;
  • გადაუდებელი შემთხვევების კოორდინაცია ღამის საათებში
  • უფროსის და უფროსი ოპერატორის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • მნიშვნელოვანია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის ოპერატორის, მომსახურების ან ადმინისტრაციული პოზიციაზე;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური (სასურველია) ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ