ღამის ადმინისტრატორი — სასტუმრო ალმა

სასტუმრო ალმა

ღამის ადმინისტრატორი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "ალმა" აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და გამოცდილ თანამშრომელს.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზ. 28;
  • სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე, 21:00-დან 09:00-მდე;
  • ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება და გასტუმრება (Check-in/Check-out) არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • ანგარიშსწორების წარმოება (ნაღდი და უნაღდო გადახდები);
  • სტუმრების რეგისტრაცია სასტუმროს სისტემაში (PMS), ინფორმაციის დამუშავება და ინვოისების მომზადება;
  • სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს ნომრების, წესების, სერვისებისა და ტარიფების შესახებ;
  • პირდაპირი გაყიდვების მართვა (Walk-in და სატელეფონო ჯავშნები);
  • შემოსული და გასული კომუნიკაციების (ტელეფონი, ელ-ფოსტა, ონლაინ პლატფორმები) ოპერატიული მართვა;
  • სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური და აქტიური თანამშრომლობა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • აუცილებელია სასტუმროს რეცეფციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა სასტუმროს მართვის პროგრამებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის, თავაზიანი მომსახურებისა და გაყიდვების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ემოციური სტაბილურობა და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.