ღამის ადმინისტრატორი
ორთაჭალაში მდებარე, 24 ნომრიანი ბუტიკის ტიპის სასტუმრო, "Reed Hotel Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნიკოლაძის ქუჩა 15
სამუშაო დღეები: ორი ღამე მუშაობთ, ორი ღამე ისვენებთ
სამუშაო საათები: 21:00-09:00
ბენეფიტები: კვება + დაზღვევა
ანაზღაურება: 1100ლ + ბონუსი
ძირითადი ფუნქციები:
- სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა.
- ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით.
- ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელ-ფოსტით, ასევე სასტუმროს ვებგვერდის მეშვეობით.
- ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემაში და Booking.com-ზე.
- სასტუმროს ფასების და სერვისების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
- შემოსული სატელეფონო ზარების, ელფოსტის, სხვა შეტყობინებების მიღება და მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
- დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მისასალმებელია.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.