გერმანული ენის მასწავლებელი
ნიუტონის თავისუფალი სკოლა აცხადებს კონკურსს გერმანული ენის მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე.
თუ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, ეცნობით და იყენებთ სწავლების ახალ მეთოდებს, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ "ნიუტონის თავისუფალი სკოლის" გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.
"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს გერმანული ენის მასწავლებელს.
კვალიფიკაცია:
- შესაბამისი უმაღლესი განათლება
- მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ეფექტური კომუნიკაცია
- ორგანიზებულობა
- კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა
- კრეატიულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. მესამე ეტაპზე კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.
ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 ივლისი.
გაცნობებთ, რომ შპს "ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, ამუშავებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
რეზიუმესა და სხვა დოკუმენტების კომპანიისთვის გაგზავნით, პრეტენდენტი ადასტურებს, რომ თანახმაა, კომპანიამ მიმდინარე ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით დაამუშაოს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემები და ასევე, შეინახოს იგი მონაცემთა ბაზაში 3 წლის ვადით, მომავალში პრეტენდენტისთვის სხვა პოზიციის შეთავაზების მიზნით.
პრეტენდენტს უფლება აქვს გამოიხმოს თავისი თანხმობა იმავე ელ.ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით, რომელზეც გაგზავნა რეზიუმე და დოკუმენტები. ამ შემთხვევაში, კომპანია წაშლის პრეტენდენტის პერსონალურ მონაცემებს და აღარ განიხილავს მას მიმდინარე ან/და მომავალში წარმოშობილ ვაკანსიებზე.