გერმანული ენის მასწავლებელი
მწვანე სკოლის საბურთალოს კამპუსი აცხადებს ვაკანსიას გერმანული ენის მასწავლებლის პოზიციაზე
თუ გსურთ თქვენთვის საყვარელი საქმიანობა დაუკავშიროთ განათლების მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ გუნდს, რომელიც მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და მათ სთავაზობს საუკეთესო გარემოს თავიანთი შესაძლებლობების გამოსავლენად, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მუდმივად ძიების პროცესშია, რათა თითოეული დღე მოსწავლეებისთვის გახადოს აღმოჩენებითა და ემოციებით დატვირთული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მოსწავლეებისათვის მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა;
- მოსწავლეზე ორიენტირებული საინტერესო გაკვეთილების ჩატარება;
- მოსწავლეებისთვის პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა;
- მოსწავლეთა განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
- კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
- მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება გერმანულ ფილოლოგიაში, გერმანულ ენაში ან მონათესავე მიმართულებით;
- გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ C1 დონეზე (სასურველია საერთაშორისო სერტიფიკატი);
- თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და შეფასების პრინციპების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის მაღალი უნარი;
- ციფრული სასწავლო რესურსებისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
- მასწავლებლის კვალიფიკაცია
- სკოლაში/ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება
ჩვენთან დაგხვდებათ:
- კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო;
- მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა;
- პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა;
- გამოცდილი, განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული გუნდი;
- ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა.
"მწვანე სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!