გერმანულენოვანი ჯუნიორ რეკრუტერი
გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენს“-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანსა და თბილისში. მრავალენოვანი ქოლ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.
CMX Solutions მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია გერმანულენოვანი ჯუნიორ რეკრუტერის პოზიციაზე, სრულ სამუშაო განაკვეთზე.
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი #71, რეგუსის ბიზნეს ცენტრი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კანდიდატების მოძიება და შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება;
- შერჩევის პროცესის სრულყოფილი მართვა გერმანულ ენაზე;
- კანდიდატების მონაცემების მართვა და განახლება კომპანიის HR სისტემაში;
- პოზიციების მიხედვით ტესტირების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების ანალიზი;
- შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და ხელმოწერის პროცესის კოორდინაცია;
- სამუშაო აღწერების მომზადება და განახლება (გერმანულ ენაზე);
- უნივერსიტეტებთან და სკოლებთან თანამშრომლობა;
- კანდიდატებისთვის სამუშაო პროცესების გაცნობა და ინფორმირება;
- მარკეტინგის გუნდთან კომუნიკაცია - ვაკანსიების დიზაინის გადამოწმება და გამოქვეყნებამდე დამტკიცება, ან კორექტირების ინიცირება;
- HR საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება და მონაცემთა ანალიტიკა;
- მონაწილეობა სხვადასხვა HR პროექტებსა და ღონისძიებების ორგანიზებაში.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია HR, ბიზნესის, ფსიქოლოგიის ან შესაბამისი მიმართულებით);
- გერმანული ენის ცოდნა - C1 დონეზე;
- ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B1 დონეზე;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office, Google Workspace და სხვ.);
- კომუნიკაციის მაღალი უნარი, განსაკუთრებით გერმანულენოვან აუდიტორიასთან;
- ოპერატიულობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გერმანულენოვან სამიზნე აუდიტორიასთან აქტიური და მჭიდრო კომუნიკაციის გამოცდილება;
- თანამშრომლების შერჩევის პროცესში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
- HR სისტემებთან ან მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
- გერმანულენოვანი პროფესიული აუდიტორიის ცოდნა და შესაბამის ქსელებთან კავშირი (ჩაითვლება უპირატესად).
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო საათებს;
- დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას, წინასწარ შეთანხმებით და სამუშაო დატვირთვის მიხედვით;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას;
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ბონუსები და წახალისება