გეოლოგი — კომპანია

კომპანია

გეოლოგი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გეოლოგის (პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის/დასკვნის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასების ინსპექტორი) პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ.N24გ

ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ამოცანები:

  • საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის/დასკვნის სფეროს მარეგულირებელი დოკუმენტების მიხედვით შემოწმება
  • განმარტებით ბარათის გაცნობა და მასში ასახული მონაცემები საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიშთან შედარება
  • საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიშში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობის ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
  • საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიშის სისრულის შემოწმება
  • დანართებში მოცემული მასალის, კვლევით ნაწილთან მიმართებაში შემოწმება
  • შესაძლებლობის შემთხვევაში, საფონდო და საცნობარო მასალების მონაცემების შედარება
  • სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით მიღებული შედეგების გადამოწმება
  • დასკვნებისა და რეკომენდაციების მართებულობის, დანართში წარმოდგენილ მონაცემებთან, კვლევით ნაწილთან და სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებთან, შესაბამისობის შემოწმება
  • კვლევითი ნაწილისა და დასკვნითი ნაწილის ურთიერთთანხვედრის შემოწმება
  • ინსპექტირების პროცესში თითოეული შენიშვნის დაფიქსირება და აღმოჩენილი ხარვეზის სათანადო შეფასებითა და არგუმენტით ინსპექტირების ანგარიშის კვლევით ნაწილში ასახვა
  • ინსპექტირების ანგარიშის მომზადება, დადებითი ან უარყოფითი შედეგის მითითებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამშენებლო მიმართულების სპეციალობებში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • შესაბამისი მიმართულებით მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების საფუძვლიანი ცოდნა
  • კომპიუტერული უნარები: Microsoft Office პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის (წერითი, ვერბალური) უნარი
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
  • დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა