გეოდეზისტი- გურია, შეკვეთილი
"Experts For Solutions" ინსპექტირების დამოუკიდებელი, საერთაშორისო სერტიფიცირების კომპანიაა. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და ხარისხის უზრუნველყოფა/კონტროლი. ამასთანავე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს, როგორიცაა გეოდეზიური მომსახურება.
"Experts For Solutions" ასევე პოზიციონირებს სამშენებლო ხარისხის კონტროლისა და ობიექტების უსაფრთხოება/ზედამხედველობის მიმართულებით. კომპანია ფლობს ISO სერტიფიკატს. შესაბამისად, "Experts For Solutions"-ის ინსპექტირების შედეგებს აღიარებს საქართველოს კანონმდებლობა და ყველა ინსტანციის სასამართლო.
"Experts For Solutions" აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: გურია, შეკვეთილი
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტზე გეოდეზიური სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება;
- სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო გეოდეზიური აზომვების, მონიშვნებისა და კონტროლური გაზომვების განხორციელება;
- საპროექტო ნიშნულების, ღერძების, კოორდინატებისა და სიმაღლეების ადგილზე გადატანა;
- შესრულებული სამშენებლო სამუშაოების გეოდეზიური კონტროლი და შესაბამისობის შემოწმება საპროექტო დოკუმენტაციასთან;
- საძირკვლის, კონსტრუქციების, კედლების, სვეტების და სხვა სამშენებლო ელემენტების მდებარეობისა და გეომეტრიული პარამეტრების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობების ვერტიკალურობის, ჰორიზონტალურობისა და განლაგების კონტროლი;
- გეოდეზიური ხელსაწყოებისა და საზომი მოწყობილობების გამართული და ზუსტი გამოყენება;
- შესრულებული აზომვებისა და გაზომვების შედეგების დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- გეოდეზიური ნახაზების, სქემებისა და საჭირო საანგარიშო მასალების მომზადება;
- სამშენებლო პროცესში გამოვლენილი გადახრების დროული დაფიქსირება და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
- საპროექტო და სამშენებლო ჯგუფებთან აქტიური თანამშრომლობა და გეოდეზიურ საკითხებზე შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი განათლება გეოდეზიის ან საინჟინრო მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
- Total Station-ისა და ნიველირის პრაქტიკული ცოდნა;
- AutoCAD-ის ცოდნა;
- საპროექტო ნახაზების წაკითხვის უნარი;
- MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა;
- მსუბუქი ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოტივირებული;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალური;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- საწვავი, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული.