გეოდეზისტი
კომპანია „AWARD” ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.
პოზიციის დასახელება: გეოდეზისტი
ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 – 19:00)
ანაზღაურება: 3000 – 3500 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო მოედანზე გეოდეზიური სამუშაოების შესრულება.
- აზომვითი და დაკვალვითი სამუშაოების წარმოება.
- პროექტის კოორდინატებისა და ნიშნულების გადატანა ადგილზე.
- შესრულებული სამუშაოების კონტროლი და მონიტორინგი.
- გეოდეზიური ნახაზებისა და მონაცემების დამუშავება.
- შესაბამისი ტექნიკისა და ხელსაწყოების გამოყენება (Total Station, GPS და სხვა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- გეოდეზიური ხელსაწყოების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
- AutoCAD-ის და საოფისე პროგრამების ცოდნა.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
- გუნდური მუშაობის უნარი.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 28/06/2026.