გეოდეზისტი
ჩვენი კომპანია, როგორც გენერალური კონტრაქტორი, ასრულებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.
კომპანიის ბიზნესმიმართულებებში შედის: გზებისა და ხიდების, აეროდრომების, ენერგოობიექტების, საზღვაო ობიექტების, სამთო საბაგიროების და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
პროექტების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, ვეძებთ პასუხისმგებლობიან და კვალიფიციურ გეოდეზისტს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს კომპანიის მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების სრულ გეოდეზიურ მხარდაჭერას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტზე სრული გეოდეზიური მხარდაჭერისა და საინჟინრო კონტროლის უზრუნველყოფა
- საპროექტო ღერძების, ნიშნულებისა და კოორდინატების მაღალი სიზუსტით ადგილზე გადატანა
- მიწის სამუშაოების, ნაგებობებისა და საინჟინრო კონსტრუქციების გეოდეზიური მონიტორინგი
- ტოპოგრაფიული და საკონტროლო-საშემსრულებლო აზომვების წარმოება შესაბამისი ხელსაწყოებით
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების ზუსტი განსაზღვრა
- აზომვითი მონაცემების დამუშავება და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება
- პროექტის საინჟინრო ჯგუფთან, მენეჯმენტთან და ტექნიკურ პერსონალთან მუდმივი კოორდინაცია
განათლება და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება გეოდეზიის, მშენებლობის ან მომიჯნავე ტექნიკური მიმართულებით
- ინფრასტრუქტურულ (გზები, ხიდები, გვირაბები, აეროდრომები) პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება
- თანამედროვე გეოდეზიური ხელსაწყოების (Total Station, GNSS/GPS) გამოყენების გამოცდილება
პიროვნული უნარები:
- დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და საქმისადმი პროფესიული მიდგომა
- გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა
რას გთავაზობთ:
- შესაძლებლობას იმუშაოთ მასშტაბურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
- საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო სტანდარტების პრაქტიკაში შესწავლისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას
- კონკურენტულ ანაზღაურებას (კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)
სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გეოდეზისტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.