გენეტიკური ლაბორატორიის წარმომადგენელი
გენეტიკური ლაბორატორიის წარმომადგენელი
საერთაშორისო პარტნიორთან ერთად საქართველოში მოქმედი ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას გენეტიკური ლაბორატორიის წარმომადგენლის პოზიციაზე.
პოზიცია დაკავშირებულია გენეტიკური დიაგნოსტიკის მიმართულების განვითარებასთან საქართველოში.
პოზიციის აღწერა:
კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება ექიმებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის განვითარებაზე და გენეტიკური ტესტირების სერვისების დანერგვა/გაფართოებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ექიმების, კლინიკებისა და სამედიცინო ცენტრების რეგულარული ვიზიტი
- გენეტიკური ტესტირების სერვისების პრეზენტაცია
- გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება
- კლინიკურ ქეისებზე კომუნიკაცია და ტესტის შერჩევაში დახმარება
- ახალი ექიმებისა და პარტნიორების მოძიება
- საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება
- ბაზრის მონიტორინგი და უკუკავშირის შეგროვება
- აქტივობისა და შედეგების რეპორტინგი
მოთხოვნები:
- სამედიცინო / ფარმაცევტული / ბიოლოგიური განათლება (პრიორიტეტი)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტი)
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
- თვითორგანიზაცია და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- ინგლისური ენის ცოდნა
რას გთავაზობთ:
- მუშაობა საერთაშორისო პარტნიორთან გენეტიკის სფეროში
- ინოვაციური და მზარდი მიმართულება
- კონკურენტული ანაზღაურება + ბონუს სისტემა
- პროფესიული განვითარება
- დინამიკური სამუშაო გარემო
ლოკაცია: თბილისი