გენერალური მენეჯერი- ბათუმი — Domino`s Pizza

Domino`s Pizza — ლოგო
Domino`s Pizza

გენერალური მენეჯერი- ბათუმი

₾1700 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Domino`s Pizza" — საერთაშორისო ამერიკული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას მსოფლიოს მასშტაბით. Domino`s Pizza საქართველო 2015 წლიდან ოპერირებს, აერთიანებს ცხრა მოქმედ ფილიალს და განაგრძობს სტაბილურ გაფართოებას.

ჩვენ ვეძებთ შედეგებზე ორიენტირებულ, პროცესების გაძლიერებასა და მაღალი სტანდარტების კონტროლზე მომართულ საოპერაციო მენეჯერს.

ვაკანტური პოზიცია: გენერალური მენეჯერი

გენერალური მენეჯერი პასუხისმგებელია ფილიალის სრულ და ეფექტურ ოპერაციულ მართვაზე, კომპანიის სტანდარტების, პოლიტიკებისა და ბიზნეს მიზნების შესაბამისად. მისი მთავარი მოვალეობაა უზრუნველყოს ფილიალის გამართული ფუნქციონირება ყველა მიმართულებით - ოპერაციები, გაყიდვები, მომსახურების ხარისხი, ფინანსური შედეგები, ადამიანური რესურსების მართვა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა შესაბამის დეპარტამენტებთან მჭიდრო კოორდინაციისა და თანამშრომლობის გზით.

ადგილმდებარეობა: ქალაქი ბათუმი

სამუშაო საათები: სრული გრაფიკი 5/2

ანაზღაურება: - ფიქსირებული - 1700 ლარი (ხელზე ასაღები)
ბონუსი - შედეგებზე დაფუძნებული მრავალკომპონენტიანი სისტემა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • Domino`s SOP-ების, გლობალური სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების შესრულების კონტროლი
  • ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის მონიტორინგი
  • სანიტარიული, ჰიგიენური და სურსათის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • პროდუქტის ხარისხის სტანდარტების დაცვა
  • გაყიდვების ყოველდღიური/კვირეული/თვიური მაჩვენებლების ანალიზი
  • ფილიალის KPI-ების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
  • პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
  • თანამშრომლების მოტივაცია, ჩართულობის გაზრდა და დისციპლინის უზრუნველყოფა
  • მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა
  • სერვისის მუდმივი გაუმჯობესებაზე მუშაობა
  • მარაგების, ინვენტარიზაციისა და პროდუქტის ნაკადების კონტროლი
  • კომპანიის პროგრამასთან მუშაობა;
  • თანამდებობასთან დაკავშირებული, კომპეტენციის ფარგლებში, სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება რელევანტურ სფეროში. (სწრაფი კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • HACCP სისტემის ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება.
  • კომპიუტერული (MS Office) პროგრამების ცოდნა.
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • ლიდერობისა და გუნდის მართვის ძლიერი უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და ადაპტაციის უნარი;
  • შედეგებსა და ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი.

რას გთავაზობთ:

  • ყოველწლიურად ზრდადი ანაზღაურება
  • შედეგებზე ორიენტირებული ბონუს სისტემა
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა
  • ფასდაკლება სპორტულ დარბაზებში

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "დომინო`ს პიცა"-მ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!