გათბობა-წყალმომარაგების კატეგორიის მენეჯერი
"Infinity Ventures Holding" (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში. ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
- Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
- Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
- Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
- Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
კომპანია "Welt"-ი აცხადებს ვაკანსიას გათბობა - წყალმომარაგების კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქტების კატეგორიის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- პროდუქციის ასორტიმენტის ფორმირება და განვითარება შესაბამის კატეგორიაში;
- ტექნიკური სპეციფიკაციების და პროდუქტის შესაბამისობის შეფასება;
- მომწოდებლების შერჩევა, კონტრაქტების გაფორმება და მოლაპარაკებების წარმოება;
- ფასების პოლიტიკის განსაზღვრა და კონკურენტული ანალიზი;
- გაყიდვების, მარჟებისა და მარაგების ანალიზი;
- მოთხოვნის პროგნოზირება და მარაგების ოპტიმალური დაგეგმვა;
- საინჟინრო და გაყიდვების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- პროექტებზე ტექნიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერა (საჭიროების შემთხვევაში);
- ბაზრის ტენდენციების, ახალი ტექნოლოგიებისა და რეგულაციების მონიტორინგი;
- პროდუქტის ტექნიკური დოკუმენტაციის მართვა (datasheet, catalog, certificates);
- მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა (პროდუქტის პრეზენტაციები, ტრენინგები, აქციები);
- ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- 2 წლიანი გამოცდილება გათბობა-წყალმომარაგების მიმართულებით;
- გამართული მეტყველების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- მოტივირებული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობიანი;
- დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: ორშ-პარ. 10:00-19:00
- სამუშაო ადგილი: კ. სტანისლავსკის 1
- მივლინება: საერთაშორისო გამოფენები, წელიწადში 1 ან 2