გათბობა-გაგრილების ტექნიკოსი
შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“, რომლის საკუთრებაშია ქ.თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი ,,სითი თაუერი“ აცხადებს ვაკანსიას გათბობა-გაგრილების ტექნიკოსის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #70
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- სისტემების, დანადგარების, მოწყობილობების, სხვა ტექნიკური საშუალებების ტექნიკურად გამართულობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
- გათბობა-გაგრილების სისტემების მწყობრში მოყვანა, მოვლა-პატრონობა;
- სისტემების ფუნქციონირებაზე რეგულარული დაკვირვება და შემოწმება;
- ვენტილაციის სისტემების რეგულარული მოვლა-პატრონობა;
- საშხეფი სისტემების რეგულარული მოვალა-პატრონობა;
- სახანძრო ავზთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება და რეგულარული მოვლა-პატრონობა;
- ტექნიკური სამსახურის უფროსის ან/და დირექტორის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება ტექნიკური მიმართულებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება