გარემოსდაცვითი მონიტორინგის სპეციალისტი
შპს გარემოსდაცვითი მომსახურების კომპანია - ENSECO გარემოსდაცვითი მომსახურებების მიმართულებით საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას გარემოსდაცვითი მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა საწარმოო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ვიზიტს, გარემოსდაცვითი მდგომარეობის შეფასებას, მონიტორინგის პროცესებში მონაწილეობასა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობას.
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოო და სხვა ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება;
- საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესაბამისად, გარემოსდაცვითი მდგომარეობის ადგილზე შეფასება;
- საწარმოო ობიექტზე არსებული მდგომარეობის ფოტო და ვიდეო მასალის ფიქსაცია;
- მონიტორინგის ფორმებისა და საველე მონაცემების საფუძველზე ანგარიშების მომზადება;
- გარემოსდაცვითი აუდიტის შედეგების (გამოვლენილი დარღვევებისა და რეკომენდაციების) შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- კანონმდებლობით დადგენილი წესით მივლინებებში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან სამუშაო გამოცდილება შემდეგ მიმართულებებში: გარემოსდაცვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, გარემოსდაცვითი ინჟინერია, ქიმია, ან სხვა მონათესავე სპეციალობა;
- სასურველია გარემოსდაცვითი მმართველის/სპეციალისტის სასერტიფიკატო კურსის გავლა;
- სასურველია გარემოსდაცვითი მონიტორინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ნარჩენების მართვის მიმართულებით გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საველე სამუშაოებზე მუშაობის მზადყოფნა;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა — აუცილებელია.
კომპანია გთავაზობთ:
- პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ გარემოსდაცვით პროექტებში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სხვადასხვა საწარმოო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
- თანამედროვე გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროცესებში ჩართულობას;
- მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კორპორატიული მობილური პაკეტი
- ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
- საპენსიო წილის ანაზღაურება
- ბონუსები და წახალისება