გარემოს დაცვის მართვის სპეციალისტი — HSE Georgia

HSE Georgia — ლოგო
HSE Georgia

გარემოს დაცვის მართვის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

HSE Georgia წარმოადგენს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო აუთსორს კომპანიას, რომელიც სთავაზობს სხვადასხვა პროფილის კომპანიებს კანონით დადგენილი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას, რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანას, დასაქმებულთა პერიოდულ სწავლებებს შრომითი უსაფრთხოების კუთხით, სამუშაო სივრცეში რისკების აღმოფხვრასა და მათ მუდმივ მართვას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად;
  • პროფესიული ზრდისა და განვითრების შესაძლებლობას;

ვაკანსია: გარემოს დაცვის მართვის სპეციალისტი

თანამდებობა: გარემოს დაცვის მართვის სპეციალისტი

ლოკაცია: თბილისი

დასაქმების ტიპი: არასრული სამუშაო გრაფიკი (თავისუფალი გრაფიკი)

ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კომპანიების გარემოსდაცვითი მომსახურებიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავლის პროცენტული წილით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გარემოს დაცვის მართვის სისტემის დანერგვა და კონტროლი;
  • გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება;
  • გარემოზე ზემოქმედების რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება-შეთანხმება;
  • ნარჩენების მართვის პროცესების მონიტორინგი;
  • გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
  • აუდიტებისა და ინსპექტირების ჩატარება;
  • გარემოსდაცვითი ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
  • სახელმწიფო სტრუქტურებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში სასამართლო წარმომადგენლობა;
  • თანამშრომელთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გარემოსდაცვითი კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური უნარები;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.