გარე რეკლამების ხელოსნის დამხმარე - რუსთავი — ედვენსი

samushao.ge
ედვენსი — ლოგო
ედვენსი

გარე რეკლამების ხელოსნის დამხმარე - რუსთავი

შეთანხმებით ახალი რუსთავი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია „ედვენსი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გარე რეკლამების ხელოსნის დამხმარე

სამუშაო ადგილი: რუსთავი

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00

ვაკანსიის აღწერა:

კომპანია ედვენსი ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და ხელსაქმეში მარჯვე კადრს, რომელიც დაგვეხმარება გარე რეკლამების მონტაჟის, დემონტაჟისა და ტექნიკური სამუშაოების პროცესში. გამოცდილება აუცილებელი არ არის - ყველაფერს ადგილზე შეისწავლით.

მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა (B კატეგორია სასურველია);
  • ფიზიკური გამძლეობა და მზადყოფნა ტექნიკური/მასალასთან სამუშაოდ;
  • ელემენტარული ტექნიკური უნარები (ხელობითი სამუშაოების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლიანობა - მუშაობისას სიზუსტე და დაკისრებული ამოცანების დროულად შესრულება;
  • სწრაფად სწავლის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ყურადღებიანი, ორგანიზებული და ოპერატიული მუშაობა;
  • სტრესულ გარემოში და დატვირთულ გრაფიკში ადაპტირების უნარი.

ანაზღაურება:

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატთან პირისპირ შეხვედრისას, სამუშაოს პირობებისა და მოცულობის განმარტების შემდეგ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Recruiter.ge-ზე შეგიძლია ნახო საქართველოში ყველა პლატფორმაზე არსებული ყველა ვაკანსია.

გადადი →