გაყიდვების სპეციალისტი
„ვოლტა“ წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.
ჩვენ ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც იმუშავებს დინამიკურ და მეგობრულ გარემოში, სადაც მნიშვნელობა ენიჭება შენს აზრს, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- გამავალი ზარების განხორციელება კომპანიის პროდუქტების გაყიდვის მიზნით;
- არსებული და პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
- პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციისას, ყველა ალტერნატიული შესაძლებლობის განხილვა და შეთავაზება გაყიდვების გაზრდის მიზნით;
- მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქციის შერჩევასა და მოძიებაში;
- პროდუქციის შესახებ სრული და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებელთან კეთილგანწყობილი კომუნიკაცია კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება მიმდინარე პროექტებისა და დავალებების ფარგლებში.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office).
სასურველია:
- კლიენტთა მომსახურების პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
- შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- საბაზისო კომპიუტერული უნარები.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ. 49/49ბ;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (მათ შორის შაბათ-კვირა);
დასვენება: კვირის განმავლობაში ნებისმიერი 2 დღე;
სამუშაო საათები: დინამიური გრაფიკი, 10:00 – 18:00 ან 14:00 – 22:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. ყოველთვიური საშუალო ანაზღაურება 1 300 ლარი.