გაყიდვების სპეციალისტი — Smart Academy

Smart Academy

გაყიდვების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
"სმარტ აკადემია" 2018 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი პროფესიის დაუფლების მსურველებს ხარისხიანი განათლება მივაწოდოთ. დღეს ჩვენთან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი სასწავლო კურსი ტარდება 6 სხვადასხვა მიმართულებით: დიზაინი, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, B2B.

ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ახალ წევრს გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

რა იქნება შენი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** აკადემიის სასწავლო კურსებისა და პროდუქტების საფუძვლიანად შესწავლა;
** პოტენციურ მომხმარებლებთან (მათ შორის, ღია ლექციებზე დარეგისტრირებულებთან) პროაქტიული კომუნიკაცია და კონსულტაციის გაწევა;
** უკვე არსებული ბაზების მუდმივი მონიტორინგი და დამუშავება;
** არსებული სტუდენტების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** რეპორტინგის წარმოება.

მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი გუნდის ახალ წევრს:

** ექნება მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და/ან მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით;
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სხვა მომიჯნავე დარგში;
** CRM-ში მუშაობის გამოცდილება;
** შეეძლება გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** ეცოდინება საოფისე კომპიუტერული პროგრამები.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ინდივიდუალურ და კორპორაციულ მიზნებზე მორგებულ საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
** უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას, რაც გულისხმობს 50%-100%-მდე დაფინანსებას "სმარტ აკადემიის" ნებისმიერ კურსზე;
** 1 Day-off და 2 Remote სამუშაო დღე თვეში.

სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი - პარასკევი 11:00-19:00.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზედაზნის ქუჩა #2.
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ