გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი — ITWorks

ITWorks

გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტი

₾1000 - 1500 იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია ITWORKS-ში ვეძებთ პასუხისმგებლობიან და აქტიურ თანამშრომელს გაყიდვების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: [თბილისი: ვაჟა-ფშაველას გამზირი | გლდანი]
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი. 5 სამუშო დღე, 2 უქმე, სამუშაო საათები 11:00-20:00
ანაზღაურება: 1000 - 1500 ლარი (ფიქსირებული) + საბონუსე სისტემა

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის რეალიზაცია კომპანიის შიდა პროგრამაში;
** საგარანტიო დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** რეალიზებული და გასაგზავნი პროდუქციის დამატება ფოსტის პორტალზე;
** ყოველდღიური ადმინისტრაციული ამოცანების შესრულება გაყიდვების გუნდთან ერთად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია კომპიუტერული ტექნიკის და აქსესუარების საბაზისო პარამეტრების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების MS Word - Excel საბაზისო ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას 1000-1500 ლარის ფარგლებში, გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესაბამისად;
** საბონუსე სისტემას სტაბილური გაყიდვების პერიოდებში შესრულებული სამუშაოს ხარისხიდან გამომდინარე.