გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ინდუსტრია: იმპორტი და რეალიზაცია
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია გაყიდვების მენეჯერთან
დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს კარის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის კარის სახელურებს, საკეტებს, ცილინდრებსა და სხვა აქსესუარებს, საცხოვრებელი და კომერციული ობიექტებისთვის.
პოზიციის აღწერა
გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი არის ბექ-ოფისის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების პროცესების ადმინისტრაციულ და ოპერაციულ მხარდაჭერას, ინარჩუნებს მონაცემების სიზუსტეს და უზრუნველყოფს სამუშაო პროცესების შეუფერხებელ მიმდინარეობას.
ძირითადი ამოცანები:
- დილერების ბაზის შექმნა, განახლება და მონაცემების სიზუსტის კონტროლი
- კომერციული წინადადებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურებისა და ტიპური ხელშეკრულებების მომზადება
- გადახდების კონტროლი და ბანკის ოპერაციების ყოველდღიური მონიტორინგი
- შეკვეთების დამუშავება და ლოგისტიკის ორგანიზება
- CRM სისტემებში მონაცემების დროული და ზუსტი ასახვა
- დოკუმენტაციის მართვა და ელექტრონული არქივის წარმოება
- ასისტენტი მუშაობს ერთი გაყიდვების მენეჯერის მხარდასაჭერად და პასუხისმგებელია დილერების ქსელის სრულ ოპერაციულ მხარდაჭერაზე, მათ შორის შეკვეთების, დოკუმენტაციისა და გადახდების მართვაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- B2B გაყიდვების პროცესების საბაზისო გაგება
- დოკუმენტაციასთან და მონაცემებთან ზუსტი და ორგანიზებული მუშაობის უნარი
- Excel-ის კარგი ცოდნა
- რუსული ენა - სამუშაო დონეზე
საჭირო უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- მრავალამოცანიან რეჟიმში მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
პირობები:
ანაზღაურება: 1500 ნეტი+ ბონუსი
One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.