გაყიდვების მენეჯერი — ბავშვთა გასართობი ცენტრი აპურიკი

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ბავშვთა გასართობი ცენტრი აპურიკი — ლოგო
ბავშვთა გასართობი ცენტრი აპურიკი

გაყიდვების მენეჯერი

₾1000.0 იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

ბავშვთა გასართობი ცენტრი "აპურიკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია
  • დაბადების დღის ჯავშნებისა და შეთავაზებების გაყიდვა
  • სოციალური ქსელებიდან და სატელეფონო ზარებიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავება
  • მომხმარებლისთვის სერვისებისა და პაკეტების სრულყოფილად გაცნობა
  • გაყიდვების პროცესის მართვა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა
  • პარტნიორებთან და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი
  • ქართული ენის გამართული ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • განვითარების შესაძლებლობას
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს

სამუშაო ადგილი: ქ თბილისი, ფარნავაზ მეფის 51

სამუშაო გრაფიკი: 11:00 დან -20:00 სთმდე

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (1000 ლარი) + ყოველთვიური ბონუსი

infoapuriki@gmail.co

როცა დაიდება ახალი ვაკანსიები სხვის პოზიციაზე, გინდა მომენტალურად შეგატყობინოთ?