გაყიდვების მენეჯერი
ინტელკომ ჯგუფი, IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
https://intellcom.net/ka/company/
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- გაყიდვების პროცესების მართვა;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან არასრული განათლება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ანაზღაურება და ბენეფიტები:
- ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარამდე, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად + ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
- სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
- შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.