გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "რელუქსს" ესაჭიროება გაყიდვების მენეჯერი განათების მაღაზიისთვის. ჩვენ ვართ დინამიურად განვითარებადი კომპანია და ვეძებთ ნიჭიერ, ამბიციურ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რათა გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი!
ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება და მოზიდვა;
- დაინტერესებულ მომხმარებელთან დროული უკუკავშირი;
- გაყიდვების გეგმის შემუშავება და პროცესის მართვა დადგენილი სტრატეგიის შესაბამისად;
- სასაქონლო ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა, საქმისადმი პატივისცემა, მონდომებულობა, სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა;
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს მუდმივად მოწესრიგებული და მიზანდასახული;
- მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი: 1500 თვეში
- მაღალი პროცენტი რეალიზაციიდან
რას ვეძებთ:
- გაყიდვების გამოცდილება საქართველოში (1+ წელი)
- ქართული — თავისუფლად, ინგლისური — სასურველია