გაყიდვების მენეჯერი — Chirifruit

Chirifruit

გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ჩირიფრუტი" წარმოადგენს ქართულ ბრენდს, რომელიც ქმნის პრემიუმ ხარისხის შოკოლადსა და შოკოლადში ამოვლებულ ხილეულს.

ამ ეტაპზე ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
  • გაყიდვების გუნდის მართვა, განვითარება და მოტივაცია
  • გაყიდვების გეგმების დასახვა და შესრულების კონტროლი
  • ახალი ბაზრების მოძიება და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ურთიერთობების გაღრმავება
  • გაყიდვების პროცესის ანალიზი და ეფექტურობის გაუმჯობესება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან მონათესავე სფეროში

გამოცდილება:

  • მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების გუნდის მართვაში

პიროვნული და პროფესიული უნარები:

  • გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვისა და შესრულების უნარი
  • ძლიერი ლიდერული და გუნდური მართვის უნარები
  • მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის მაღალი დონე
  • ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა
  • დროის ეფექტური მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი

ტექნიკური უნარები: Microsoft Office პროგრამების კარგი ცოდნა (განსაკუთრებით Excel, PowerPoint)

ენები:

  • ქართული - სრულყოფილად
  • ინგლისური - კარგი (სასაუბრო და წერითი)
  • რუსული - სასურველია

დამატებითი უპირატესობები:

  • FMCG ან საკონდიტრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
  • გაყიდვების ტრენინგების ჩატარების გამოცდილება
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
  • ახალი ბაზრების განვითარების გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

  • დინამიკურ და მზარდ გარემოში მუშაობას
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • კონკურენტულ ანაზღაურებას (შეთანხმებით)

თუ გსურთ გახდეთ ჩირიფრუტის გუნდის ნაწილი და წვლილი შეიტანოთ კომპანიის ზრდაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: prchirifruit@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 599730509 მარი.