გაყიდვების მენეჯერი — ფექიჯინგ სერვისი

ფექიჯინგ სერვისი

გაყიდვების მენეჯერი

₾4000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ერთ-ერთი მოწინავე შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია ფექიჯინგ სერვისი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00 - 18:00 სთ

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა

ანაზღაურება: 4000 ლარი (მზარდი პერსპექტივით)

პოზიციის მიზანი: გაყიდვების მენეჯერის პოზიციის მიზანია კომპანიის გაყიდვების ზრდა, არსებული და ახალი კლიენტების ეფექტური მართვა, გაყიდვების პროცესის სრულ ციკლზე პასუხისმგებლობა და კომპანიის პროდუქციის/მომსახურების წარმატებული რეალიზაცია.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის პროდუქციის/მომსახურების აქტიური გაყიდვა;
  • ახალი კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • არსებული კლიენტების ბაზის მართვა და განვითარება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა;
  • გაყიდვების დაგეგმვა, გაყიდვების დეპარტამენტის უფროსთან და მარკეტინგის დეპარტამენტთან კოორდინაციაში (წლის, კვარტლის, თვის) საერთო სტრატეგიის განსაზღვრა, კონტროლი და შედეგების ანალიზი;
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
  • გაყიდვების ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება ან მომიჯნავე სფერო);
  • აუცილებელია გაყიდვების სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (MS Office);
  • ინგლისურისა და რუსული ენის ცოდნა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდის სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • პრობლემის გადაჭრის სწრაფი და პრაქტიკული მიდგომა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას.