გაყიდვების მენეჯერი
ჩვენი საქმიანობის სფეროა ბად-ების (საკვები დანამატების) გაყიდვა.
რას გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი: 5/2
- ადაპტაციის პერიოდი: 10-14 დღე
- მუშაობა შესაძლებელია თბილისის ცენტრალურ ოფისში ან დისტანციურად
- კარიერული ზრდის პერსპექტივა.
ვის ვეძებთ:
- გამოცდილება გაყიდვებში ან ქოლცენტრში (ჩაითვლება უპირატესობად)
- მუდმივი განვითარების მოტივაცია
- ტრენინგების გავლა და გაყიდვების უნარების განვითარების მზაობა.
ჩვენი ბენეფიტები:
- დამატებითი ანაზღაურება შედეგებზე დაფუძნებით
- სამოტივაციო ბონუსები სტაჟირების პერიოდში
- არაფინანსური წახალისებები: პიცა, ხილი, ტკბილეული.
- ყავა და ჩაი
- Fitpass ბარათი
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე
- შედეგზე ორიენტირებულობა
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი პირადი მონაცემები სრულიად დაცულია. კომპანია შპს "ბიომარკეტი" იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ იმ მიზნით, რომ განიხილოს თქვენი კანდიდატურა მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებზე.
მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა.