ჟელიბონების სტენდი
გაყიდვების კონსულტანტი
შეთანხმებით
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და ენერგიულ თანამშრომელს ჟელიბონების სტენდზე სამუშაოდ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა, 2 ცვლა: (1) 10:00 - 16:00; (2) 16:00 - 22:00
მოვალეობები:
- მომხმარებლების თავაზიანი და კეთილგანწყობილი მომსახურება;
- პროდუქციის გაყიდვა და კონსულტაციის გაწევა;
- პროდუქციის მახასიათებლების, გემოების და შემადგენლობის ცოდნა;
- სტენდზე სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი შენარჩუნება;
- პროდუქციის სწორად განლაგება და შევსება;
- მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობის ინფორმირება;
- სალარო ოპერაციების შესრულება;
- სალაროში თანხის კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობის აღება;
- პროდუქციის ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
- დღის ბოლოს სტენდის მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- მოწესრიგებულობა და სისუფთავის დაცვა;
- გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.