გაყიდვების დეპარატმენტის ხელმძღავნელი
WeCharge წარმოადგენს სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც ქმნის ინოვაციურ ენერგიის გაზიარების (power bank sharing) პლატფორმას და ოპერირებს B2B და B2C ბაზრებზე. ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ციფრული მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, კომპანია WeCharge-მა უპასუხა მომხმარებლის საჭიროებებს და WeCharge App¬-ით მარტივად გადაჭრა მოწყობილობების დამუხტვის პრობლემა (მობილური, პლანშეტი, ყურსასმენები, ციფრული საათი, ელ. სიგარეტი და სხვა). ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, ხელმისაწვდომი და ყველასთვის მოსახერხებელი ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვის სისტემა. პოზიცია: გაყიდვების დეპარატმენტის ხელმძღავნელი ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; ** B2B გაყიდვების გუნდის მართვა, KPI-ების განსაზღვრა და შედეგების მონიტორინგი; ** პარტნიორული ქსელის გაფართოების კოორდინაცია, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა და მოლაპარაკების წარმოება, არსებული კლიენტებთან ურთიერთობების გაძლიერება და განვითარება; ** ბაზრის ანალიზი და ზრდის შესაძლებლობების იდენტიფიცირება, კონკურენტების, ტრენდების და ახალი ბაზრების შეფასება გაყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია, პროცესების სტრუქტურირება, ავტომატიზაცია და ეფექტიანობის გაზრდა; ** რეგიონალური გაფართოების მხარდაჭერა, ახალ ქვეყანაში/ქალაქებში შესვლის და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება; ** კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან; ** რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტთან; სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი ** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთით ** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 ** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი შედეგების მიხედვით. ჯამური საშუალო ანაზღაურება: 4000-4500 (ხელზე ასაღები) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა; ** მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია ტექნოლოგიური სტარტაპის გარემოში); ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ძლიერი ანალიტიკური და კომერციული აზროვნება; უნარ-ჩვევები: ** ძლიერი ლიდერული თვისებები და კომუნიკაციის გამორჩეული უნარები; ** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** კრეატიული და ინოვაციური მიდგომა; ** ახალ გარემოსთან სწრაფი ადაპტაციის უნარი; ჩვენთან დაგხვდება: ** ამბიციური და ძლიერი გუნდი ** განვითარების რეალური შესაძლებლობა ** სტარტაპის ენერგია და სწრაფი განვითარების კულტურა ** სივრცე, სადაც შენი შედეგი ფასდება WeCharge" თანამშრომლებს შესთავაზებს კარიერული ზრდის საერთაშორისო შესაძლებლობას, კომპანია 2026 წელს გეგმავს პროდუქციის გატანას საერთაშორისო ბაზარზე.