განშლის ოპერატორი
კომპანია "ჯეო დეკორი" აცხადებს ვაკანსიას განშლის ოპერატორის (მომსახურების სფერო) პოზიციაზე.
პოზიცია განკუთვნილია ადამიანისთვის, ვისაც სურს ტექნიკურ სფეროში განვითარება და პროფესიული ზრდა.
კომპანია "ჯეო დეკორი" ახორციელებს საავეჯე მასალების იმპორტს ევროპის წამყვანი მწარმოებლებისგან. კომპანია ასევე დაკავებულია მასალების რეალიზაციითა და ნახევარფაბრიკატების დამზადებით, რაც სრულყოფილი ავეჯის შექმნის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი - პარასკევი
- სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
- შესვენება: 1 საათი
- შაბათი - მონაცვლეობით დასვენება
- კვირაში 40 სამუშაო საათი
სამუშაოს აღწერა:
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადება და აღრიცხვა
- ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა
- მომხმარებელთა ბაზასთან მუშაობა და ინფორმაციის განახლება
- სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული მიმოწერის მართვა
- შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამის განშლის პროგრამაში ასახვა
- ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობა და ლოჯისტიკის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
- ქართული ენის გამართული ცოდნა
- კომუნიკაციისა და ორგანიზების კარგი უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო ატმოსფეროს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
კომპანია განვითარების და ზრდის ეტაპზეა, ამიტომ შერჩეული კანდიდატი განიხილება ასევე სხვა, უფრო მაღალი პოზიციისთვისაც.