განბაჟების სპეციალისტი — იმპექსი

იმპექსი — ლოგო
იმპექსი

განბაჟების სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 120-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1300-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან.

"იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას განბაჟების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საბაჟო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა;
  • პროდუქციის განბაჟებისთვის დეკლარაციის მომზადება;
  • შეფუთვა-მარკირების კონტროლი;
  • იმპორტირებული საქონლის რაოდენობის კონტროლი;
  • სხვადასხვა განყოფილებებთან ყოველდღიური რეპორტინგი მიმდინარე საკითხებთან და პრობლემებთან დაკავშირებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია, საქართველოს საბაჟო კოდექსისა და შემოსავლების სამსახურის რეგულაციების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისურის და რუსულის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 19 ივლისი, 2026 წ.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ