გამყვანი ტურ-ოპერატორი
შპს "ჩექინ თრეველი" აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.
შპს "ჩექინ თრეველი" ეძებს გამოცდილ, პროფესიონალ და შედეგზე ორიენტირებულ გამყვან ტურ ოპერატორს, რომელიც შეძლებს კლიენტებთან მაღალი ხარისხის კომუნიკაციას, გაყიდვების მართვასა და მოგზაურობის პროცესის სრულ კოორდინაციას.
ფუნქციები:
- ტურისტული პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა
- კლიენტის მოთხოვნის ანალიზი და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება
- ავიაბილეთების, სასტუმროების, ტურებისა და დამატებითი სერვისების ორგანიზება
- კლიენტთან სრული კომუნიკაციის მართვა
- CRM და კომპანიის შიდა სისტემებში ინფორმაციის სრულად ასახვა
- გაყიდვების გეგმების შესრულება
- პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია
მოთხოვნები:
- ტურისტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
- გამყვან ტურიზმში მუშაობის გამოცდილება
- გაყიდვების გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ორგანიზებულობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს
- თანამედროვე სამუშაო სისტემებსა და პროცესებს
- მოტივაციისა და ბონუსების სისტემას
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
სამუშაო პირობები:
ლოკაცია: თბილისი, ბიძინა კვერნაძის ქ. 35
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი