გამყიდველი-კონსულტანტი — Bright Industry Georgia

Bright Industry Georgia — ლოგო
Bright Industry Georgia

გამყიდველი-კონსულტანტი

₾1500.0 იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

Bright Industry აცხადებს ვაკანსიას გამყიდველი-კონსულტანტის (რიტეილი + B2B) პოზიციაზე თბილისში.

"Bright Industry" - არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია სამრეწველო ავტომატიზაციაში და ელექტროაღჭურვილობაში. ჩვენ წარმოვადგენთ, წამყვან საერთაშორისო ბრენდებს და უკვე 15 წელზე მეტია ვემსახურებით მომხმარებლების ფართო წრეს: საწარმოო და საინჟინრო კომპანიებს, სისტემურ ინტეგრატორებსა და რითეილერებს.

კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვეძებთ გამყიდველ-კონსულტანტს, რომელიც იმუშავებს კლიენტებთან და ასევე განავითარებს გაყიდვებს B2B მიმართულებით.

რას გააკეთებთ:

  • კლიენტების კონსულტაცია მაღაზიაში და ტელეფონით.
  • სამრეწველო ავტომატიზაციისა და ელექტროაღჭურვილობის გაყიდვა.
  • იმუშავებს როგორც საცალო, ასევე B2B კლიენტებთან.
  • კლიენტის მოთხოვნების მიხედვით შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევა.
  • კომერციული შეთავაზებებისა და ინვოისების მომზადება.
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება.
  • კლიენტების ბაზასთან და CRM სისტემასთან მუშაობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • გაყიდვებში ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება.
  • სასურველია ელექტრობის ან ავტომატიზაციის საბაზისო ცოდნა (იქნება უპირატესობა).
  • კომუნიკაბელურობა და ტექნიკური ინფორმაციის მარტივად ახსნის უნარი.
  • ქართული ენის ცოდნა (რუსული და ინგლისური — სასურველია).
  • კომპიუტერის თავდაჯერებული მომხმარებელი.
  • სწავლისა და განვითარების სურვილი.

რას მიიღებთ:

  • სამსახურს, სტაბილურ და განვითარებად კომპანიაში.
  • ტრენინგებს სამრეწველო ავტომატიზაციაში (ძალიან მოთხოვნადი და ღირებული სპეციალობა).
  • კონკურენტულ ხელფასს + გაყიდვებიდან ბონუსებს.
  • რეალურ კარიერულ ზრდას — B2B გაყიდვების მენეჯერამდე.
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

რატომ ღირს ჩვენთან მუშაობა:

  • ვმუშაობთ სწრაფად მზარდ ბაზარზე — სამრეწველო ავტომატიზაციის დარგში.
  • ვყიდით რეალურ ტექნოლოგიებს და არა მხოლოდ პროდუქტებს.
  • ჩვენი კლიენტები არიან ქარხნები და ინჟინრები, და არა მხოლოდ საცალო მყიდველები.
  • კომპანია სტაბილურად ვითარდება უკვე 15+ წელია.

სამუშაო პირობები:

  • ხელფასი: 1500 ლარიდან + ბონუსები მუშაობის შედეგების მიხედვით.
  • სამედიცინო დაზღვევა გამოსაცდელი ვადის შემდეგ.
  • ოფიციალური დასაქმება და სრული სოციალური პაკეტი.
  • ანაზღაურებადი შვებულება: 24 კალენდარული დღე წელიწადში.

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი - პარასკევი: სრული სამუშაო დღე, 10 საათიდან 18 საათამდე.
  • შაბათი: 16:00-მდე (არასრული სამუშაო დღე).

კარიერული ზრდა: მიმართულების ხელმძღვანელამდე ან რეგიონულ მენეჯერამდე.