გამყიდველი — Fitotoys

Fitotoys — ლოგო
Fitotoys

გამყიდველი

₾150 GEL/დღე ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ვაკანსია: გამყიდველი 3D სუვენირების კიოსკში

მდებარეობა: თბილისი მოლი, მე-3 სართული, ფუდ-კორტი

პროდუქცია: ექსკლუზიური, ჩვენივე წარმოების 3D სუვენირები – უნიკალური ასორტიმენტი, რომელიც მყიდველებს თავისით იზიდავს.

რას გთავაზობთ?

  • ფიქსირებული დღიური ანაზღაურება – 70 ლარი (აქედან 10% – 7 ლარი გადასახადსა და საპენსიოში გეკავებათ, ხელზე 63 ლარი დღეში – გარანტირებული)
  • დამატებითი პროცენტი გაყიდვებზე (ფიქსირებული განაკვეთის ზემოთ):
    • 300 – 700 ლარი → 4.5%
    • 700 – 1000 ლარი → 10%
    • 1000+ ლარი → 15%
  • მოქნილი გრაფიკი – 2/2, 3/3 ან 4/4 (კოლეგასთან შეთანხმებით)
  • სამუშაო დრო: 10:00 – 21:30
  • საკუთარი წარმოების პროდუქცია – მარტივი გასაყიდი, მაღალი მოთხოვნა
  • მეგობრული გუნდი და სტაბილური პირობები

ვის ვეძებთ?

ენერგიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს, ვისთვისაც გაყიდვები და მომხმარებლებთან ურთიერთობა ნამდვილ სიამოვნებას წარმოადგენს.

სავალდებულო მოთხოვნა:

  • პოტენციური მყიდველის მაგიდასთან მიახლოებისას აუცილებელია წამოდგომა – ეს არის პროფესიონალური მომსახურების ნიშანი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის გაყიდვების შანსს;
  • აქტიური მისალმება, პროდუქტის მოკლე წარდგენა, ღია კითხვები და გულღია დამოკიდებულება.

თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, არ გეშინია პირველს შეხვიდე კონტაქტზე და გინდა კარგი და სტაბილური შემოსავალი – ეს შენთვისაა!