გამყიდველ-კონსულტანტი — Pro Auto

Pro Auto — ლოგო
Pro Auto

გამყიდველ-კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ავტონაწილების კომპანია „პრო აუტო“ (Pro Auto) აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე (2 საშტატო ერთეული)

ავტონაწილების იმპორტიორ კომპანია „პრო აუტოში“ ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ კანდიდატებს გამყიდველ-კონსულტანტის პოზიციაზე. თუ გინდა გახდე დინამიური გუნდის წევრი და განვითარდე ავტოსფეროში, ეს შეთავაზება შენთვისაა!

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო საათები: 10:00 – 18:00

გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო / 2 დასვენების დღე (პიკურ დღეებში სრული გადაფარვით)

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტონაწილების შერჩევა და გაყიდვა როგორც ადგილზე (მაღაზიაში), ისე ონლაინ (ზარებსა და სოციალურ ქსელებში შეტყობინებებზე პასუხი);
  • გაყიდვებისა და მარაგების წარმოება შიდა კომპიუტერულ პროგრამაში;
  • პროდუქციის მიღება, დასაწყობება, დასტელაჟება და სავაჭრო სივრცის მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში (საცალო ვაჭრობა, ავტონაწილები ან ტექნიკური მიმართულება) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული პროგრამების და სოციალური ქსელების მარტივი მომხმარებლის დონით ცოდნა;
  • გამართული მეტყველება, პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება და მოტივაცია:

  • ანაზღაურება და ბონუსი
  • ფიქსირებული ხელფასი — 700 ლარი
  • + პროგრესული ბონუსი გაყიდვებიდან
  • კარგი შედეგების შემთხვევაში ყოველთვიური შემოსავალი შესაძლებელია 1,500–2,000 ლარს ან მეტსაც აღწევდეს.

ჩვენთან შემოსავალი პირდაპირ არის დაკავშირებული გაყიდვების შედეგებთან — რაც უკეთესი იქნება შენი შედეგი, მით მეტი იქნება შენი შემოსავალი.