გაერთიანებული ლაბორატორიის ხელმძღვანელი- თელავი, ყვარელი, გურჯაანი — თელიანი ველი

თელიანი ველი — ლოგო
თელიანი ველი

გაერთიანებული ლაბორატორიის ხელმძღვანელი- თელავი, ყვარელი, გურჯაანი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "თელიანი ველი" აცხადებს ვაკანსიას გაერთიანებული ლაბორატორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე კახეთის რეგიონში.

სამუშაო ადგილი: თელავის, ყვარლისა და გურჯაანის საწარმოები.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • თელავის, ყვარლისა და გურჯაანის ღვინის საწარმოების ლაბორატორიების მუშაობის საერთო კოორდინაცია, მართვა და ერთიანი სტანდარტების დანერგვა/კონტროლი;
  • ლაბორატორიის სამოქმედო გეგმის შემუშავება და გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის მართვა;
  • დაქვემდებარებული პერსონალის (სამივე ლოკაციაზე) ეფექტური ხელმძღვანელობა, სამუშაოების დელეგირება და სპეციალური ტესტების, პროცედურებისა თუ გამოკვლევების პროცესში მითითებების მიცემა;
  • ლაბორატორიის მუშაობისთვის საჭირო ტიტრული ხსნარებისა და ინდიკატორების დამზადების კონტროლი/უზრუნველყოფა;
  • ლაბორატორიული აპარატებისა და ხელსაწყოების გამართული მუშაობის კონტროლი: საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების შიდა კალიბრაცია და შესაბამისი ჩანაწერების წარმოების მონიტორინგი;
  • გადასამუშავებლად შემოსული ყურძნის ტკბილში შაქრიანობის, ტიტრული მჟავიანობისა და pH-ის რეგულირებისთვის მჟავის საჭირო რაოდენობის დადგენა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • ტკბილის ალკოჰოლურ დუღილზე სისტემატური დაკვირვების წარმოება და შაქრის დაშლის, ალკოჰოლის წარმოქმნის, ტიტრული და მქროლავი მჟავების შემცველობის რაოდენობრივი ცვლილებების დინამიკის განსაზღვრა, შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • ალკოჰოლური დუღილის ბოლოს, ვაშლ-რძემჟავა დუღილის მიმდინარეობის ინტენსივობის განსაზღვრა ორგანულ მჟავათა შემცველობის ქრომატოგრაფიული მეთოდის გამოყენების საფუძველზე;
  • შემოსული ღვინისა და ღვინომასალების სრული ფიზიკო-ქიმიური ანალიზის ჩატარება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • წარმოების ყველა ეტაპზე ღვინოების მახასიათებელი ძირითადი პარამეტრების გაკონტროლება (სიმაგრე, ტიტრული მჟავიანობა, მქროლავი მჟავიანობა, გოგირდი, შაქარი, რკინა, ექსტრაქტი, საფუარის დათვლა) და დგომის დროს იგივე მაჩვენებლების პერიოდული გადამოწმება;
  • ტექნოლოგიური პროცესების მსვლელობის კონტროლი, ტესტებისა და ანალიზების შედეგებზე დამყარებული პროცესების რეგულირება, სამუშაო პროცედურების ჩამოყალიბება, მეღვინე-ტექნოლოგთან ერთად დასამუშავებლად საჭირო ნივთიერებების დადგენა და შესაბამისი მეთოდების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
  • კუპაჟების შედგენასა და პროდუქციის დეგუსტაციაში მონაწილეობის მიღება;
  • ფილტრაციის ტესტირება ჩამოსასხმელი ღვინის მზადყოფნის განსასაზღვრად და ღვინის სტაბილიზაციაზე შემოწმება;
  • მზა პროდუქციის ხარისხის შემოწმება, ჩამოსხმული ღვინისთვის სრული ანალიზების ჩატარება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში (ქიმია, კვების მრეწველობის ტექნოლოგია, მეღვინეობა ან მომიჯნავე სფერო);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება მეღვინეობის სფეროში (სავალდებულოა მინიმუმ ერთი რთველის დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება);
  • ინგლისური ან/და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • ლაბორატორიულ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოსა და საერთაშორისო სტანდარტებით/კანონმდებლობით გათვალისწინებული ლაბორატორიული მოთხოვნების ცოდნა;
  • ხარისხის მენეჯმენტისა და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემების (ISO, HACCP) ცოდნა;
  • მეღვინეობის საბაზისო ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია) და რეგიონის მასშტაბით აქტიური გადაადგილების მზაობა (საკუთარი ავტომანქანის არსებობა ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გუნდის მართვისა და ლიდერობის ძლიერი უნარები;
  • ორგანიზებულობა და საქმის დელეგირების უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი მრავალპროფილურ გარემოში;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

გარანტიები:

  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებითა და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: სრული

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით (გამოსაცდელი ვადით)

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.