გადაზიდვის სპეციალისტი
ელიტი აცხადებს ვაკანსიას გადაზიდვის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი;
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;
შერჩევის ფორმა: გასაუბრება;
ძირითადი მოვალეობები
- საქონლის ფილიალებიდან, საწყობებიდან ამოღება და ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციით.
- შეკვეთების მიღება, პროგრამაში ასახვა, მარშრუტის დაგეგმვა და დროული დარიგება.
- პროცესთან დაკავშირებული სტანდარტების, უსაფრთხოების წესებისა და საგზაო მოძრაობის ნორმების დაცვა.
- მომარაგებისა და ტრანსპორტირების ორგანიზება დროული მიწოდების უზრუნველყოფით.
- ნივთების ადგილზე დამონტაჟება სტანდარტის შესაბამისად და მომხმარებელთან კომუნიკაცია.
- მომსახურების თანხის მიღება, ჩგდ–ის გამოწერა და თანხის ოპერატორზე გადაცემა.
- ავტომობილის ჰიგიენური და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
- ინვენტარისა და სახარჯი მასალის რაოდენობის მონიტორინგი.
- ეკიპაჟის შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფა.
- უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია, აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.
სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათკარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!