გადაზიდვის კოორდინატორი
სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას გადაზიდვის კოორდინატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება, ტრენინგი
ძირითადი მოვალეობები:
- ეკიპაჟებზე შეკვეთების გადანაწილება
- შესრულებული ანკეტების სიზუსტის გადამოწმება და პროგრამული ასახვა
- ბრენდის პროგრამაში შეკვეთების დაფიქსირება და მათი გატარება
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტების დაცვით, ინფორმაციის მიწოდება და შედეგების პროგრამული ასახვა
- შესრულებისთვის საჭირო ვადის განსაზღვრა და შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდება
- მომსახურების შესრულების ვადების კონტროლი, ინფორმაციის უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება
- საჭიროების შემთხვევაში კონტრაქტორ კომპანიებთან კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით
- პრობლემის შემთხვევაში მის მოგვარებაში ჩართვა, საჭიროების შემთხვევაში და კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთან გასაუბრება
- არასტანდარტული შემთხვევების, გადასაწყვეტი პრობლემების დროს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება
- თანამშრომლის პოზიციასთან დაკავშირებული უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება
- კომპანიაში დადგენილი პოლიტიკისა და სტანდარტების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Outlook, Word და სხვ.)
- მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
უნარები/პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პრობლემის გადაჭრის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- კომუნიკაციური უნარები
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.
სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათ კარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!