გადაუდებელი დახმარების პაციენტების მართვის მენეჯერი — ნიუ ჰოსპიტალსი

ნიუ ჰოსპიტალსი — ლოგო
ნიუ ჰოსპიტალსი

გადაუდებელი დახმარების პაციენტების მართვის მენეჯერი

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების პაციენტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობა.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება მედიცინის, ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის ან ბიზნესის მიმართულებებს);
  • გამართული ვერბალური უნარები;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

ძირითადი ფუნქციები:

  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების პაციენტების ნაკადის მართვა;
  • პაციენტის ინფორმირება კვლევებისა და მკურნალობის ეტაპებისა და ვადების შესახებ;
  • პაციენტის ინფორმირება ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით და თანხლება გადახდის პროცესში;
  • პაციენტის გაწერამდე სამედიცინო ისტორიის შევსების სისწორის კონტროლი და მონიტორინგი;
  • გაწერილ პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია; დიაგნოზის შესაბამისად, შემდგომი ამბულატორიული კვლევების ან/და სხვა მომსახურების შეთავაზება;
  • კლინიკურ და ადმინისტრაციულ გუნდებთან კოორდინაცია.

პიროვნული თვისებები:

  • გულისხმიერება;
  • თავაზიანობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • აკურატულობა, ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 11.06.2026-მდე ელ.მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ